Sunday, April 25, 2010

პროექტი: რა არის მუსიკა და როგორ მოქმედებს ჩვენზე''

1. პროექტის სახელი "რა არის მუსიკა და როგორ მოქმედებს ჩვენზე"

2. პროექტის მოკლე აღწერა

როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანზე,ხასიათზე და მის ფსიქიკაზე.რა ადგილი უკავია მუსიკაში რითმს და როგორ მოქმედებს ადამიანზე.

3. პრექტის სრული აღწერა

ყველას უყვარს მუსიკის მოსმენა, მაგრამ გემოვნება ყველას სხვადა–სხვა აქვს,(პრიმიტიულ)პოპ მუსიკიდან დაწკებული (სერიოზულ) კლასიკური მუსუკით დამთავრებული.
თქვენ ოდესმე ეკითხებოდით საკუთარ თავს–''რატომ მომწონს მოსმენა?'' პასუხების დიაპაზონი დიდია, დაწყებული პრიმიტიულ პასუხიდან–''მომწონს–არ მომწონს'', ''არვიცი'' და დამთავრებული – '' აღვძებს ჩემში სულს'', '' მაიძულებს, რომ დავფიქრდე''...
სინამდვილეში კი, პასუხი უფრო ღრმად არის.
პირველ რიგში განვიხილოთ, რა არის მუსიკა და რისგან შედგება.
ჩვენ ვიცით, რომ მუსიკა არის ხელოვნების ერთ–ერთი დარგი. აგრეთვე მუსიკა გადმოგვცემს ხასიათს და გრძნობებს ხმის მეშვეობით. ძირითადი მუსიკალური ელემენტები არის : მელოდია, რიტმი, ჰარმონია... ეს სამი არის მთავარი მუსიკის შემადგენლობა. მელოდია არის ნოტები და ბგერები გამოხატული რიტმში.
მოდით განვიხილოთ რა არის რიტმი. მუსიკაში რიტმი ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რიტმი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება: წელიწადის დროების, დღის და ღამის პერიოდულ მონაცვლეობაში, საათის წიკწიკში და.ა. შ.
მუსიკასაც, ისევე როგორც ადამიანს აქვს მაჯისცემა, ასევე ერთ–ერტი მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილი მუსიკაში არის რიტმი. ურიტმო მუსიკა იგივეა, რაც პულსის გარეშე ადამიანი.
''რიტმოს'' ბერძნულად თანაზომიერებას, სინატიფეს ნიშნავს. რიტმი მუსიკალური ბგერების თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობაა. სწორედ რიტმი განასხვავებს სიმღერისგან ცეკვას.
ეხლა მოდით განვიხილოთ სამედიცინო თვალსაზრისით, როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანოებზე. სწორედაც რიტმი არის საფუძველი მუსიკალურ თერაპიაში. ვინაიდან როგორც გამოირკვა რიტმს აქვს სამედიცინო თვისებები.
ღმერთმა ჩაგვინერგა სიმღერის, მუსიკის შექმნის, სიმღერის შესრულების და დაკვრის ნიჭი, აგრეთვე შინაგანი გრძნობების და ფიქრების გადმოცემის უნარი.
ჩვენი ყური პირდაპირ კავშირშია ტვინის ცენტრალურ ემოციურ ზონასთან. რის გამოც ასე მოქმედებს ჩვენზე მუსიკა.
ჯერ კიდე ძველ აღთქმის დროიდან ხალხმა მიხვდა, რომ მუსიკა მოქმედებს ადამიანზე არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის მთელ ორგანიზმზე და უფრო მეტადც, მუსიკა მოქმედებს ადამიანის სულზე.
მაგალითად: ლირაზე დაკვრით და გალობით დავით წინასწარ მეტყველმა დაეხმარა მეფე საულს დეპრესიიდანგამოსვლაში.
ჰომერი თავის ''ოდესეაში'' წერს, რომ მეომარის ჭრილობებს აშუშებდა მუსიკით და სიმღერით. აგრეთვე აქილი ხსნიდდა ემოციურ დაძაბულობას დასტრესს სიმღერით და ლირაზე დაკვრით.
ყოველ ორგანოს აქვს თავისი ვიბრო– დახასიათებები და ეს ვიბრო ენერგია ემთხვევა ხმის და ინსტრუმენტების რიტმიულ ენერგიას.
მაგალითად: ფორტეპიანოს ხმები კარგად მოქმედებს თირკმლებზე, ჯირკვალზე და ფსიქიკაზე.
ორღანი კორექტირებს ტვინის მუშაობას, კარგად მოქმედებს ხერხემალზე.
დოლის ხმა კარგად მოქმედებს ღვიძლზე, გულის რიტმზე და არეგულირებს სისხლ–ძარღვევის სისტემას.
ფლეიტის ხმა კი მოქმედებს ფილტვებზე და ბრონქებზე.
როგორ მოქმედებს ჩვენზე მუსიკის მოსმენა?
გულის რიტმი შეადგენს 68–72 დარტყმას ერთ წუთში იმ დროს როდესაც ბახის ან ვივალდია მუსიკალური რიტმი შეადგენს 60 დარტყმას წუთში. ამ მუსიკის მოსმენის დროს ჩვენი ორგანიზმის რეაქცია არის ესეთი : უფრო მშვიდდებით, დუნდებით და ვისვენებთ. ანუ ჩვენი ნერვული სისტემა მშვიდდება, დღის განმალობაში მიღებული სტრესი იხსნება.
რომ მოვიხსნათ დაძაბულობა, სტრესი–ამისთვის საჭიროა 5–10 წუთი მოუსმინოთ კლასიკური მუსიკა– ბახი ან ვივალდი. თუ ხართ აღელვებული და თავის თავში არახართ დარწმუნებული მოუსმინეთ– შოპენის ''პრელუდიები'' ან შტრაუსის ''ვალსები''.
ესეიგი მუსიკის მოსმენა არამარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც არის ! მუსიკა ხელს უწყობს გამოჯანრთელობას!

p.s მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ''აგრასიული'' მუსიკა ცუდათ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და არა მარტო ფსიქიკაზე არამედ შლის მთელ ნერვულ სისტემას.
ყველა მოზარდს მოუწოდებ– ნუ მოუსმენთ ''აგრესიულ'' მუსიკას ანუ ''მუსიკაში'' სადაც ყვირიან, წივიან და სხვა უხეშ ხმებს გადმოცემენ. მოუსმინეთ წკნარი, მშვიდი, მელუდიური მუსიკა!
შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოდ ექსპერემენტი: დღის განმალობაში რამდენიმე ჯერ მოუსმინეთ ''ხმაურიანი'' მუსიკა (როგორც როკი ან სხვა...) და დაუკვირდით როგორ განვითარდება დღე, რა განწყობა გექნებათ და თუ მოუსმენთ ძილის წინ რა ძილი გექნებათ.
მეორე დღეს მოუსმინეთ მთელი დღის განმალობაში წკნარი, მელოდიური მუსიკები სასურვლია კლასიკური და დაუკვირდით თქვენს ხასიატს, განწყობას ძილის წინ 10 წუთი მოუსმინეთ კლასიკური, წკნარი მუსიკა და შეადარეთ ეს ორი დღე!
4. მონაწილეთა ასაკი– 12–13 წლის

5. ვადები (ხანგრძლივობა)– 1 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოუსმენენ მუსკას, შეადარებენ თანამედროვე და კლასიკურ მუსკას, ჩაატარებენ ექსპერიმენტს.

7. მოსალოდნელი შედეგები
( პროდუქტები, სად შეიძლება შეიქმნას )
მოიძიონ კლასიკური მუსიკა, ექსპერიმენტის შედეგებს გაუზიარებენ თავიანთ კლასელებს. უფრო გაერკვევა მუსიკაში და გაანვითარებს თავის გემოვნებას

8. სამუშაო ენა
ქართული

9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მუსიკა

10. პროექტის ავტორი
დიანა კეზელი

11. ავტორი E-mail : dianakezeli@gmail.com

No comments:

Post a Comment